ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი დაარსდა 1960 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს #690 დადგენილების საფუძველზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სახით. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის #58 დადგენილების საფუძველზე ინსტუტუტი გარდაიქმნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და ეწოდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირი კიბერნეტიკის ინსტიტუტი. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 2 მარტის #61 დადგენილების საფუძველზე ინსტუტუტს მიენიჭა მისი დამაარსებლის, აკადემიკოს ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელი.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ივლისის #185 დადგენილების საფუძველზე ინსტუტუტი რეორგანიზებულ იქნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულად-დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სახით.
ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის მისია:
ხელი შეუწყოს თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებას ინტერდისციპლინარული კვლევების მეშვეობით. შექმნას როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი ახალი ცოდნა მომავლის ტექნოლოგიებისა და საზოგადოების პროგრესის უზრუნველსაყოფად.
ინსტიტუტი აგრძელებს იმ ხედვის განხორციელებას, რომლითაც იგი დაარსდა — ერთ სივრცეში აერთიანებს მათემატიკოსებს, კიბერნეტიკოსებს, ფიზიკოსებს, ქიმიკოსებსა და ბიოლოგებს, რათა შეიქმნას ინოვაციური სამეცნიერო და საინჟინრო გადაწყვეტები.
ინსტიტუტის პრიორიტეტებია:
* ინტერდისციპლინური კვლევების წახალისება;
* საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება;
* ინოვაციების განვითარება და ტექნოლოგიების ტრანსფერის ხელშეწყობა;
* მეცნიერებისა და განათლების ინტეგრაცია;
* ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერა და მომავალი თაობის მეცნიერთა აღზრდა.
სიახლეები
სიახლეები და მოვლენები
კონკურსი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად
მარტი 26, 2025Cybernetics(0)საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო…

ტალღურ-ნაწილაკოვანი დუალიზმი
თებერვალი 20, 2025Cybernetics(0)7 თებერვალს სტუ ვლ.ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტში ჩატარდა სემინარი, რომელიც მიეძღვნა კვლევას „ფიზიკის ფუნდამენტური წარმოდგენების…

კონკურსი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად
იანვარი 24, 2025Cybernetics(0)საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო…

სადოქტორო დისერტაციის დაცვა
ივლისი 23, 2024Cybernetics(0)ვულოცავთ! საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტმა, კიბერნეტიკის ინსტიტუტის ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორიის…

კონკურსი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად
მაისი 29, 2024Cybernetics(0)საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო…

კონკურსი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად
თებერვალი 11, 2024Cybernetics(0)საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო…























chemicalpic
financial-graph-on-technology-abstract-background-picture-id913219882
microscope, dna double helix and human cell
SuperContinua
canstockphoto19574139-1-2000x1200
energy_efeqturi_laboratoria_non2_1200
- ქ.თბილისი, ზ.ანჯაფარიძის ქუჩა #5
- info@cybernetics.ge
- +995 32 2187633
- +995 32 2187055
- ფაქსი: +995 32 2545931